დაკვერცხილის დამიწება
- Get link
- X
- Other Apps
![]() |
პრეზიდენტი სააკაშვილი გორში, მეჯვრისხევის ქუჩაზე. 2008 წლის აგვისტო. ფოტომონტაჟი. |
მორაგბეთა ტრაბზონული წარმატების ფონზე კიდევ უფრო გულისმომკვლელია იმის გახსენება, როგორ ვერ გავიტანეთ ლელო 2008 წლის აგვისტოში. არც გავიხსენებდი, პრეზიდენტი სააკაშვილი რომ არ გამოხმაურებოდა ირაკლი აბუსერიძის ნათქვამს - ეს თამაში საქართველოსთვის დაღუპულ ბიჭებს და მათ ოჯახებს მივუძღვენითო.
გამარჯვებული მორაგბეების ავლაბრის რეზიდენციაში მიღებისა და დაჯილდოების დროს პრეზიდენტმა სააკაშვილმა გულწრფელად თქვა: “გუშინ გიყურებდით და ერთი რამ შევამჩნიე - სპორტის ვერც ერთი სახეობის წარმომადგენელი საქართველოში ისე ვერ მღერის საქართველოს ჰიმნს, როგორც თქვენ. ეს არის გამარჯვებისკენ სწრაფვის პირველი რეცეპტი”.
ვაი, შენი სულისა?!
ჩვენი ხელისუფლების “მრავალი სახეობის” წარმომადგენლებმა საქართველოს ჰიმნის მღერა რომ არ იცოდნენ, იმიტომ გააჭენეს ხუთდღიანი ომის დროს “წითელი ხიდისკენ“ და აზერბაიჯანის საზღვარზე ერთმანეთს ზედ იმიტომ ახტებოდნენ?!
“გამარჯვებისკენ სწრაფვის პირველი რეცეპტი” რა ყოფილა? სწორია - ჰიმნის მღერა!
თუკი ასეთი უებარი წამალი იცოდით და “პირველი რეცეპტიც” გქონდათ, რად არ ისარგებლეთ? ასეთი რა ქვა გკრათ თქვენმა თავმა, გამოგეყენებინათ, ვინ გიშლიდათ, - გემღერათ კი არა, დაგეგუგუნებინათ იმ ჯარისკაცებთან ერთად, მტერს რომ შეალეწეთ და შეატოვეთ.
მათ ეგონათ, რომ 7 აგვისტოს საღამოს, პირდაპირ ეთერში გამოსვლით, მთავარსარდალი ცრუ მანევრს მიმართავდა - ცხინვალში ლელოს დადებას აპირებს, აბა, ეს დროშებითა და ტრიბუნებით გაძეძგილი ავტობუსები რისთვის გაუმზადესო? მაგრამ, როგორც ვნახეთ, ცხინვალში კი არა, პრეზიდენტმა სააკაშვილმა გორში დაამიწა მთელი საქართველო თუ არა, მისი ორი უძველესი კუთხე - აფხაზეთი და სამაჩაბლო.
ქვეყანა დაამიწა და თვითონაც დამიწდა, როგორც პრეზიდენტი და უმაღლესი მთავარსარდალი, მაგრამ მთავრობა ხომ არ ჩამოეშალა? აი, ეს არის მთავარი!
დამფრთხალ მთავარსარდალს გულში ჩარჩენია “ირლანდიასთან ბოლოს არდადებული ლელო” და მორაგბეებს სასწაულის მოხდენის პირობა ჩამოართვა - “ეს უნდა გავაკეთოთ ახალ ჩემპიონატში ახალ ზელანდიაში”.
სამაგიეროდ, გულიდან ამოირეცხა აფხაზეთი და სამაჩაბლო. პარლამენტში გამოსვლისას, ალბათ, ამიტომაც არ უსაუბრია ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივაზე.
ახალ ზელანდიაში ქართველი მორაგბეები მართლაც გაიტანენ ლელოს, ქვეყანას გამარჯვებები სჭირდება, რადგან დამარცხებულის კომპლექსით ცხოვრება ერის კატასტროფის ტოლფასია.
განსაკუთრებით ახლა სჭირდება, როცა დაკვერცხილ ხელისუფლებას გამარჯვება და დამარცხება მოგება-წაგებასავით მართლა ძმები ჰგონია, ტყუპი ძმები და ერთმანეთისგან ვერ გაურჩევია.
მორაგბეებს ახალ მოედანსაც აუშენებენ და ახალ ბურთებსაც უყიდიან, მაგრამ რა ეშველება საქართველოს, რომელსაც ბედისწერად ექცა დეფორმირებული ხელისუფლება, როგორც ხშირი დარტყმებით სიგლუვედაკარგული რაგბის ბურთი, რომლითაც კავკასიის მოედანზე თავიანთი ლელოს გატანას ცდილობდნენ უავგუსტესი სააკაშვილის საწვრთნელად მოპატიჟებული ბუშები და მაკეინები.
მაგრამ, ან წვრთნამ რა უშველა? - 2008 წელს ცხინვალისკენ სირბილით წაღებული გულში ჩახუტებული ქვეყნის გამთლიანების იდეა გორში დაამიწეს.
თუმცა, ეს უკვე ვთქვი.

Comments
Post a Comment