ჟურნალისტიკის ოთხსაუკუნოვანი არსებობის განმავლობაში არაერთხელ დაისვა ეს შეკითხვა, რომელსაც სხვადასხვა ეპოქაში სხვადასხვანაირად პასუხობდნენ. უფრო მეტიც, იმასაც ვერ ვიტყვით, რომ რომელიმე ეპოქას ერთმნიშვნელოვანი პასუხი ჰქონდა. სისტემა, რომელიც საზოგადოებამ შექმნა ახალი ამბების სისტემატიზაციის, გადამოწმებისა და გავრცელებისთვის, მუდმივად განახლების რეჟიმში მუშაობს. თუმცა, ყოველთვის უპირველესი იყო პრინციპი - „არ მოიტყუო!“ და „არ ავნო!“ ეს უკანასკნელი ექიმებს სულ თავში უტრიალებთ, ჟურნალისტებისთვის კი ხანდახან ძალიან გულუბრყვილოდ ჟღერს. ჟურნალისტიკა გავლენას ახდენს ყველაფერზე, - ცხოვრების ხარისხზე, კულტურაზე, რელიგიაზე, - ყველაფერზე, რასაც ადამიანის ყოველდღიურობა ჰქვია. ამ დროს კი, ძალიან ძნელია ფართო საზოგადოებრივი ინტერესის დაკმაყოფილება ისე, რომ თუნდაც მცირე ზიანი არ მიადგეს ამ საზოგადოებას. მოკლედ, სამართებლის პირზე გვიწევს გავლა. ისეც ხდება, რომ განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს არა მხოლოდ ჟურნალისტიკის პრინციპების დაცვა, არამედ, და რაც უმნიშვნელოვანესია, თვით ჟურნალისტის მორალური ...
Comments
Post a Comment