9 აპრილი - ჯვარცმული საქართველო აღდგომას ელის

არავინ არაფერი იცოდა . ყველა მართალია . დღემდე . მაგრამ ასევე დღემდე არ ასვენებთ სინდისის ქენჯნა . უკვე ოცდარვა წელიწადია , ყოველი აპრილის მოახლოებისას ჟრუანტელი უვლით . სინდისი უღიტინებთ შიგნიდან . ვინ - ვინ და თვითონ ხომ კარგად იციან , რაც მოხდა . ისიც იციან , რა უძღოდა წინ ტრაგედიას , რომელზეც დღეს ასე გულამოსკვნილები მოთქვამენ . საქართველოს ცეკას მაშინდელი პირველი მდივნის თავზე დაკიდებული აპრილის მახვილი , ან , უფრო მართებული იქნება თქმა , — აპრილის ნიჩაბი ალბათ არასოდეს ჩამოიხსნება . მონომახის ქუდი მძიმეაო . აპრილის ნიჩაბიც . ჯუმბერ პატიაშვილი უკვე ოცდარვა წელიწადია , თავის მართლების რეჟიმში ცხოვრობს . ცოდოა . ისევე , როგორც ყველა ის ადამიანი , ვინც 1989 წლის 8 აპრილს საბედისწერო გადაწყვეტილება მიიღო . ესენი ქართველები არიან . მათ უნდა სცოდნოდათ ქართული ხასიათი . ესენი , აქაურები უნდა გაფრთხილებოდნენ ხალხს და არა საკუთარ სავარძლებს ... ჩემს წილ პასუხისმგებლობას ნამდვილად არ ვიხსნი...