მანევრი ტურებით, ანუ შემინული საქართველო და შეფიც(რ)ული ინტელიგენცია

ნინო ბურჯანაძე და ლევან გაჩეჩილაძე ქართულ პოლიტიკურ სპექტრს ფარული წინასაარჩევნო ციებ-ცხელება შეეყარა. მეროჭიკე ბერებივით დადიან სოფელ-სოფელ და ხალხს ჩასჩიჩინებენ, ხომ ნახეთ, რა მოხდა ტუნისსა და ეგვიპტეში, რა ხდება ლიბიაში, იგივე მოელის სააკაშვილის ხელისუფლებას, ოღონდ თქვენ იაქტიურეთო… სინამდვილეში მთელი ეს კამარილია ერთადერთ საქმეს ემსახურება – ერთმანეთის ელექტორატზე ნადირობენ. არც ხელისუფლება ზის გულხელდაკრეფილი – არიგებენ ელექტროენერგიისა და სურსათის ვაუჩერებს, აშენებენ შუშის სახლებს პოლიციისთვის, გამგეობებისთვის, ოფისებისთვის… არად აგდებენ მარტივ ჭეშმარიტებას – როცა შუშის სახლში ცხოვრობ, ქვების სროლა არ უნდა დაიწყო… არც სჭირდებათ: ჩხუბსა და ქვების სროლას არავინ აპირებს, მათ შორის, – არც ოპოზიცია. თუმცა “ქართული პარტიისა” (შემდგომ “ერასტიკოსების”) და “სახალხო წარმომადგენლობითი კრების” (შემდგომ “ბურჯუების”) ქვეყნის მასშტაბით გააქტიურება ნამდვილად იძლევა დაფიქრების საფუძველს. ერთიცა და მეორეც “შემჩნეულია” ხელისუფლებასთან კურკურში და ამაოდ ცდილობენ საკუთარი ბიოგრაფი...