უკრაინა - ვიეტნამიზაცია თუ ფინეთიზაცია?
უკრაინა კატასტროფის პირასაა. ერთ დროს სერიოზული პერსპექტივის მქონე სახელმწიფო, რომელმაც საბჭოთა კავშირის დაშლისას, „სერიოზული“ გარანტიების სანაცვლოდ, საკუთარი სუვერენიტეტის „ატომურ ნაწილზეც“ კი თქვა უარი, ახლა უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარდა. მიზეზი, რასაკვირველია, ყველამ იცის, თუმცა ახლა მიზეზების ძიებას აზრი აღარ აქვს, ისევე როგორც უკრაინის დღევანდელ ხელისუფალთა გაკიცხვას თუ საერთაშორისო მოთამაშეების შეჩვენებას.
ყველას თავისი ინტერესი აქვს _ ევროპასაც, ამერიკასაც და რუსეთსაც. ფაქტია, რომ მომაკვდავი სახელმწიფოს „სხეულის“ დაპატრონებას ყველა ცდილობს. შეერთებული შტატებისთვის უკრაინა დიდი პოლიგონია რუსეთის მოსაზღვრედ, რუსეთისთვის კი _ მშობლიური მხარე. ევრომაიდნის პატრიოტები ისე ჩაერთნენ დიდ პოლიტიკურ თამაშებში, რომ ვერც კი გააცნობიერეს, რა ნაღმს აბიჯებდნენ. პირველი ასეთინაღმი ყირიმი იყო, რომლის აფეთქების თავიდან ასაცი-ლებლად კიევმა ყველაფერიგააკეთა. ევროპა და ამერიკა კი ტრადიციულად შეშფოთებით შემოიფარგლნენ. რუსეთმა ეს ნაღმი გააუვნებელყო და დააბინავა. ახლა სხვა ნაღმებია გასაუვნებელყოფი, თუმცა, კიევში მიხვდნენ, რომ ამ ტემპით თუ გაგრძელდა ევროამერიკული „თანაგრძნობა“, სულ მალე მოსკოვი სევასტოპოლის შემდეგ უკვე გმირ ქალაქ კიევს დაიქვემდებარებს.
ჯერ კიდევ 2007 წელს, მიუნხენში, უშიშროებისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე პრეზიდენტ პუტინის გამოსვლამ ცხადყო, რომ უნიპოლარულ მსოფლიოს მომავალი არ ჰქონდა და მოსკოვი აღარ მოითმენდა ვაშინგტონის ჰეგემონიას. ვლადიმირ პუტინმა აშშ-ს, სხვა ქვეყნებისთვის საკუთარი ეკონომიკური, პოლიტიკური და განათლების სისტემის თავსმოხვევაში დასდო ბრალი: "ეს კი რა თქმა უნდა ძალზე სახიფთო ტენდენციაა. მას იმ სიტუაციამდე მივყავართ, როდესაც თავს უხიფათოდ აღარავინ გრძნობს. მე მინდა განსაკუთრებულად აღვნიშნო, რომ თავს უხიფათოდ აღარავინ გრძნობს. იმიტომ, რომ არავის ძალუძს საერთაშორისოკანონმდებლობით თავის დაცვა. ბუნებრივია, რომ ასეთი პოლიტიკა სამხედრო დაპირისპირებას უწყობს ხელს. ბევრ ქვეყანას ბირთვული იარაღის მოპოვების სურვილი უჩნდება".
თუკი მოსკოვი აქამდე მკაცრი განცხადებების იქით არ წასულა, რადგან აშშ რუსეთის ინტერესების ახლო-მახლო (მაგალითად, საქართველოში, თუმცა აქ რუსეთი სულ მცირე ორ უმნიშვნელოვანეს ბერკეტს ფლობდა და ფლობს) მანევრირებდა, ახლა, როცა ამერიკა მკვეთრ მოქმედებებს არ მოერიდა და მოსკოვისადმი ლოიალობაში ეჭვმიტანილი უკრაინის პრეზიდენტი იანუკოვიჩი კიევიდან გააძევა, ბუნებრივია, მოსკოვმაც არ დააყოვნა და შავიზღვისპირეთის ერთ-ერთი ყველაზე სტარტეგიული ადგილი - ყირიმი არ დათმო.
2001 წლის მოსახლეობის აღწერის მონაცემებით უკრაინაში 54 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა. ახალი აღწერა არ ჩატარებულა. უკრაინის მეცნიერებათა აკადემიის დემოგრაფიისა და სოციალური კვლევის ინსტიტუტის სტატისტიკის მიხედვით კი, ბოლო 16 წლის განმავლობაში უკრაინის მოსახლეობა 12 მილიონით შემცირდა. 2016 წელს უკრაინაში დაიბადა 397000 ბავშვი, ხოლო გარდაიცვალა 584000 ადამიანი.
გაეროს ვარაუდით, 2050 წლისთვის უკრაინის მოსახლეობა, საუკეთესო შემთხვევაში 39 მილიონი იქნება, უარეს ვითარებაში - 31 მილიონი. საშუალოდ უკრაინაში 35 მილიონი ადამიანი იცხოვრებს. დამოუკიდებლობის წლებში შექმნილმა გაუსაძლისმა ეკონომიკურმა და სოციალურმა ვითარებამ მილიონობით უკრაინელი მიაყენა რუსეთის, ევროკავშირის, სხვა ქვეყნების კარს, თუნდაც ყველაზე მძიმე და შავი სამუშაოს შესრულებისთვის.
გაეროს მონაცემებით, 2014 წლის აპრილის დასაწყისიდან 2017 წლს მაისის ჩათვლით, დონბასში სამხედრო მოქმედებების შედეგად 10090 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, 2777 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 23966 დაიჭრა. 3,8 მილიონზე მეტი უკრაინის მოქალაქე კონფლიქტის ორივე მხარეს საჭიროებს ჰუმანიტარულ დახმარებას.
* * *
ალბათ ბევრმა იცის, რამდენი ომი გადაიხადა რუსეთმა თურქეთთან სწორედ შავ ზღვაზე უპირატესობის მოსაპოვებლად, და რამდენი წელი გრძელდებოდა ეს ომები. ამიტომაც, ახლა, როცა აშშ-მ რუსეთის საზღვრებთან უხეში მოქმედებები დაიწყო, მოსკოვის გაღიზიანებამ პიკს მიაღწია. ბევრი ვარაუდობდა და მათ შორის მეც, რომ რუსეთი მეზობელი სახელმწიფოს ტერიტორიას კი არ მიიერთებდა, არამედ ისეთივე სცენარით იმოქმედებდა, როგორც სოხუმისა და ცხინვალის შემთხვევაში მოიქცა, მაგრამ, როგორც ჩანს, ამჯერად ფსონი გაცილებით მაღალია და გადამწყვეტი და დაუყოვნებელი მოქმედებები გახდა საჭირო.
ეთნიკურმა დაპირისპირებებმა უკრაინის შიდა მდგომარეობა გაამწვავა,გეოპოლიტიკური ბალანსის დარღვევამ კი საგარეო ფაქტორები გაააქტიურა.შესაბამისად, კიევის მმართველობა (მას უკრაინის მმართველობას ვერ ვუწოდებთ; ალბათ დამეთანხმებით, რომ ეს ადამიანები, ევრომაიდნის რჩეულები, სიტუაციას ვერ აკონტროლებენ სახელმწიფოში) იძულებულია დათმობებზე წავიდეს დაუნიტარულიდან ფედერაციულ მოწყობაზე გადავიდეს, ოღონდ რამენაირადშეინარჩუნოს ტერიტორიები. ამის თაობაზე უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლელმა ალექსანდრე ტურჩინოვმა ამ დღეებში განაცხადა. თუგავითვალისწინებთ უკრაინის სამხრეთ–აღმოსავლეთ რეგიონებში შექმნილვითარებას, სხვა გამოსავალი უკვე აღარც არსებობს _ სახელმწიფოდაწესებულებიდან უკრაინის სახელმწიფო დროშებს ხსნიან და მათ ნაცვლადრუსეთის სახელმწიფო დროშებს აღმართავენ.
პატრიოტულმა ყიჟინამ, რომელიც ძალუმად ისმოდა ევრომაიდნის პიკზე, აღმოსავლეთ უკრაინელებს ნათლად დაანახა, რომ საფრთხე, რომელიც 70 წლის წინ თითქოს გაქრა, თურმე ახლაგაზრდული ძალითა და ენერგიით ემუქრება. ოღონდ ამჯერად არა გერმანელი ფაშისტების, არამედ ამერიკელი ულტრალიბერალების დახმარებით. იქნებ სწორედ აქ დაუშვეს შეცდომა ევრომაიდნის იდეოლოგებმა _ დასავლეთ უკრაინელებში ბანდერას გაკერპებით ის ადამიანები დააფრთხეს, ვისი წინაპრებიც ბანდერელებმა სასტიკად აწამეს და დახოცეს. მართალია, ადამიანის მეხსიერება ნეგატივის დავიწყებისკენ არის მიმართული და პოზიტივს ამჯობინებს, მაგრამ არც ისე დიდი დროა გასული საიმისოდ, რომ უკრაინელებს დავიწყებოდათ ის კოშმარი, რომელიც გამოიარეს გასული საუკუნის შუახანებში.
ამიტომაც აღარავის უნდა უკვირდეს, თუკი დონეცკში, ხარკოვში თუ ლუგანსკში ადამიანები საშველად რუსეთს მიმართავენ. ამ ადამიანებს მშვიდობიან უკრაინაში ცხოვრება ურჩევნიათ, მაგრამ მათ არჩევანი არა აქვთ _ ან მაიდნელების და ბანდერელების, „მემარჯვენე სექტორის“ მოთარეშეების მსხვერპლი გახდებიან, ანდა მათთან თანაცხოვრება უნდა შეძლონ. ამ შეუძლებლის შესაძლებლობა კი ამთავითვე გამორიცხულია.
შეეძლო თუ არა უკრაინას ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნება? რასაკვირველია, შეეძლო, თუკი სახემწიფოებრივად იაზროვნებდნენ და კიევის ინტერესებით იხელმძღვანელებდნენ, მათ კი ვაშინგტონის და ბრიუსელის ჭკუაზე სიარული ამჯობინეს და უკრაინაში მათი ინტერესების დაცვა მოინდომეს შედეგად კი დაშლილ-დანაწევრებული ქვეყანა შერჩათ. ასე ემართება ყველას, ვინც სხვის თამაშს თამაშობს, მითუმეტეს, როცა ამ თამაშში ფსონს კი არ დებ, არამედ შენ თვითონ ხარ ფსონი. ახლა ვაშინგტონი ვერაფერს ახერხებს გარდა იმისა, რომ კრემლის მმართველებს შორიდან მუშტი მოუღეროს. თუკი პროცესები კიდევ უფრო გაცხელდა, ერთერთი გავლენიანი ამერიკელი პოლიტოლოგი ზბიგნევ ბჟეზინსკი უკრაინის ვიეტნამიზაციასაც არ გამორიცხავს, რაც გულისხმობს უკრაინისდახმარებას არა ცოცხალი ძალით, არამედ შეიარაღებით. რამდენი ხანიგაგრძელდება ვიეტნამიზირებული უკრაინის სახელმწიფოს არსებობა, ამაზემხოლოდ სამხედრო სპეციალისტებს შეუძლიათ მსჯელობა, თუმცა ძნელიწარმოსადგენი არ არის, რა დარჩება ამ უკრაინისგან. ბჟეზინსკი კრიზისულისიტუაციიდან გამოსავალსაც ხედავს _ ეს არის უკრაინის ფინეთიზაცია.
ფაქტია, რომ უკრაინის ვიეტნამიზაცია ამ ქვეყნის ერთიანობას ვერ შეუნარჩუნებს,ფინეთიზაცია კი შეთანხმების თემაა. ამ თემიდან რუსეთის იგნორირება კრახითდამთავრდება. ეს ის შემთხვევაა, როცა რუსეთი იქით უკარნახებს თამაშის წესებსევროპასაც და ამერიკასაც. ამ წესების მიხედვით კი კიევის მმართველობა, რომელსაც კრემლში ხუნტას უწოდებენ, მშვიდობიანად უნდა ჩამოაშორონ მართვის (უფრო ზუსტად უმართაობის და ქაოსის) სადავეებს და მაისისთვის დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებში უკრაინის სახელმწიფო მეთაურად მოსკოვის მიმართ გამოკვეთილად ლოიალურს თუ არ აირჩევენ, მტრულად განწყობილი ადამიანი მაინც არ უნდა აირჩიონ.
ვინ იქნება ასეთი ადამიანი, ამაზეც შეიძლება შეთანხმება. ოღონდ ამჯერადაც გასათვალისწინებელია, რომ ამით ყირიმს აღარაფერი ეშველება. უკრაინა შეძლებსსახელმწიფოებრიობის შენარჩუნებას, რუსეთს კი არაფერში სჭირდება იმსაფრთხეს მიუახლოვდეს, რომელთან დისტანცირებასაც 20 წელზე მეტიაცდილობს და რომელიც დაჟინებით მიიწევს მისი საზღვრებისკენ. ვარშავისხელშეკრულების დაშლის დროს დადებული პირობები ამერიკამაც დაივიწყა დაევროპამაც, ნატო აღმოსავლეთით გაფართოვდა და ახლა მოსკოვი უკვე ხელის გაწვდენაზეა. რუსეთს კი არ დავიწყებია და იმავე მიუნხენის კონფერენციაზეპრეზიდენტმა პუტინმა ეს პირობები საკმაოდ უხეშად შეახსენა გადამგდებპარტნიორებს.
ახლა მსოფლიოს თავსატეხია უკრაინა, რადგან სწორედ უკრაინაში წყდება მსოფლიოს ბედი. რუსეთი უკან დახევას არ აპირებს და ღიად მოქმედებს, თავის სახელმწიფო ინტერესებს არამხოლოდ დიპლომატიური, არამედ სამხედრო კომპონენტითაც დაიცავს. ეს ყველამ კარგად იცის, და ისიც ცნობილია, რა ფასად შეიძლება დაუჯდეს ევროპას მოსკოვის იგნორირება.
ასე გრძელდებოდა მეოთხედი საუკუნის განმავლობაში. ახლა კი სხვა დროა და სხვა რეალობა, რომლის წინაშეც საკუთარი სურვილით აღმოჩნდენ ვაშინგტონიც და ბრიუსელიც.
Comments
Post a Comment