Posts

Showing posts from March, 2018

ბედნიერება - ეს მე ვარ, შენ ხარ!

Image
სად პოულობ ოპტიმიზმს ჩვენს მშფოთვარე დროში, როცა ზოგიერთს სიცოცხლე აღარ უნდა? - ეს შეკითხვა კი არა, უფრო საყვედურია, რომლითაც მომმართავენ მეგობრები (ხანდახან ნაცნობებიც). არ დაგიმალავთ, ზოგჯერ მეც მიჭირს, ისე მიჭირს - მტრისას, მაგრამ მე ვისწავლე, სხვას არ გადავდო ჩემი უგუნებობა, არ ვუწუწუნო. მე მტკიცედ მჯერა: პირადი ოპტიმიზმი, ანუ სიცოცხლის ძალა, სულიერი ენერგია, სიცოცხლის სურვილი და სწრაფვა მისკენ არ გამომდინარეობს ადამიანის საზოგადოებრივი ან მატერიალური მდგომარეობიდან. გერმანიის უდიდესი სახელმწიფო მოღვაწე, კანცლერი ბისმარკი ამბობდა, „ცხოვრებაში განცდილი ყველა ბედნიერი წუთი ერთად რომ შევაგროვო, 24 საათიც არ გამომივაო“. არ შეიძლება ბედნიერების შეგრძნება გაქრეს ცარიელი „სამომხმარებლო კალათის“ გამო. იმიტომ, რომ ბედნიერება ყოველთვის ჩემს გვერდითაა, ჩემშია,  შენშია, ბედნიერება - ეს მე ვარ, შენ ხარ! ალბათ, ბევრს გავაღიზიანებ და მეტყვიან, - რომელ ბედნიერებაზე შეიძლება ლაპარაკი, როცა გარშემო ყოფიერების ნანგრევებიღაა შემორჩენილიო. მაგრამ, ჩემი აზრით, ცხოვრება თითოე...