Posts

Showing posts from June, 2018

რატომ კეთდება ძირითადი სვლები შავი ფიგურებით?!

Image
  ხანდახან ვფიქრობ , რომ ჩვენთან დემოკრატიამ , ცოტა არ იყოს , გაუტია ... შორიდან შევხედე და ჩვენი დემოკრატიის პირობებში ყველაფერია : მაღალხმიანობა , ფორმები , სითამამე გახდაში . და კბილები , ეშვები ! მაგრამ   როცა ძალიან ახლოს გავეცანი ... ეშმაკმა დალახვროს ! ჩვენ ხშირად გვიწევს მსჯელობა დემოკრატიისა და სიტყვის თავისუფლების ურთიერთდამოკიდებულების შესახებ . რასაკვირველია , პირველზე ბევრად არის დამოკიდებული მეორე და , შესაბამისად , მეორის არსებობა ბევრად განსაზღვრავს პირველის ხარისხს . იქნებ , ამ ორი ცნების ერთმანეთისგან გარჩევასაც არა აქვს აზრი . ბევრს მიაჩნია , რომ დემოკრატია ჯერ კიდევ არ ნიშნავს სიტყვის თავისუფლებას . სხვათა აზრით , დემოკრატია, თავისი ეფექტიანობით , სიტყვის თავისუფლების საწინდარია . ვინ არის მართალი ? ვფიქრობ , ერთნიც და მეორენიც . ჭეშმარიტად თავისუფალი მასმედია თავისუფალი უნდა იყოს როგორც ადმინისტრაციული მოქმედებისა და ცენზურისგან , ისე მედიამფლობელების დიქტატისგან . შე...