Posts

Showing posts from May, 2018

ბონდო მძინარაშვილის შეკითხვა ბიძინა ივანიშვილს - 2016 წლის 7 ივნისი (VIDEO)

Image
2016 წლის 7 ივნისს, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი საქართველოს ეროვნული მაუწყებლების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრა პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა და დაახლოებით 2 საათი და 30 წუთი გაგრძელდა. „ობიექტივის“ მთავარი რედაქტორის ბონდო მძინარაშვილის შეკითხვის - სახელმწიფოსთვის განათლება, მეცნიერება და განვითარებული ტექნოლოგიები უნდა იყოს თუ არა პრიორიტეტული - პასუხად ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ „არსებული პროპორციები ბიუჯეტში უნდა დაირღვეს და ძირითადი ნაწილი მოხმარდეს განათლებასა და მეცნიერებას. განათლება და მეცნიერება აუცილებლად უნდა გახდეს პრიორიტეტული.“

სახელმწიფო სისტემის შექმნაა საჭირო - 2012 წლის 9 ივნისი (VIDEO)

Image
მედია-კავშირ "ობიექტივის" დამფუძნებელი და წამყვანი, ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი საუბრობს სახელმწიფო სისტემის შექმნის აუცილებლობაზე და სახელმწიფო მოხელეების და საზოგადოების პასუხისმგებლობაზე. ფრაგმენტები 2012 წლის 9 ივნისის გადაცემიდან.

ბონდო მძინარაშვილის შეკითხვები პრემიერ გიორგი კვირიკაშვილს - 2016 წლის 15 აპრილი (VIDEO)

Image
2016 წლის 15 აპრილს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პოლიტიკური გადაცემების წამყვანების შეკითხვებს 2 საათის განმავლობაში პასუხობდა. შეხვედრას ესწრებოდა და პრემიერ-მინისტრს შეკითხვებით მიმართა მედიაკავშირ "ობიექტივის" მთავარმა რედაქტორმა და პოლიტიკური გადაცემების წამყვანმა ბონდო მძინარაშვილმა.

ჩატაევს საქართველოში უფრო მეტი დამტირებელი ჰყავდა, ვიდრე ისლამურ სახელმწიფოში (VIDEO)

Image

ბონდო მძინარაშვილის პასუხი ბოკერიას და კინწურაშვილს (VIDEO)

Image
"ობიექტივის" მთავარი რედაქტორის - ბონდო მძინარაშვილის პასუხი ცრუ ბრალდებებზე, რომლებიც აშშ სენატის კომიტეტის ანგარიშში მოხვდა. "ობიექტივი", ღამის სტუდია, 2018 წლის 11 იანვარი.

უკრაინა - დამოუკიდებლობის და ომის ფასი (VIDEO)

Image
ყირიმის დაკარგვასთან ერთად, საქართველოს მსგავსად, უკრაინასაც ძალიან ძვირი დაუჯდა დამოუკიდებლობაც და ომიც.

ბედს ამგზავრებული

Image
თამილა  ლასხიშვილი - ეპოქის  სუნთქვით  გაჯერებული  ცხოვრება საათზე მეტხანს, უფრო ზუსტად კი , - 70 წუთის განმავლობაში, გარინდული დარბაზი შეჰყურებდა სცენას, რომელზეც თამაშდებოდა მე-20 საუკუნის ტრაგედია - ასე ნაცნობი და შემაშფოთებელი. სცენაზე ერთი მსახიობი იდგა და ამ ტრაგედიას საოცარი ემოციით გადმოსცემდა - ერთადერთი შვილის ცხოვრებაში დედის ადგილი აღარ მოიძებნა და ფრაუ საბინა რუზამი განწირულია თავშესაფარში ცხოვრებისთვის, სადაც „საერთო ოთახში ტელევიზორი ხმათა უმრავლესობით არჩეულ არხზეა ჩართული“. საქართველოს დამსახურებულმა არტისტმა თამილა ლასხიშვილმა მონოსპექტაკლში „სუსტი ქარების დროს“, რომელიც ფრანც ქსავა კროცის ნაწარმოების მიხედვით დადგა ნათია ბოგვერაძემ, მთელი ეპოქის ტრაგიზმის ჩვენება შეძლო. როცა ადამიანის ადგილი არა მარტო მისი ოჯახის წევრებს შორის, არამედ, საერთოდ, საზოგადოებაშიც არ მოიძებნება და განწირული მხოლოდ წარსულითღა ცხოვრობს - მოგონებებს ებღაუჭება და თავისი ამქვეყნად ყოფნის გამართლებას იქ ეძებს. სცენა სპექტაკლიდან  „სუსტი ქარების დროს“...

ინტერნეტის როლი ინფორმაციის მიღების პროცესში

Загрузка...

ტელევიზიები და ობიექტურობის პრობლემა

Загрузка...