ტრადიციული მედია და ინოვაციური ჟურნალისტიკა - ძველი ღვინო და ახალი ტიკი არსებობს პრინციპები და ზნეობრივი ნორმები, რომლებიც არ უნდა დაარღვიო მიუხედავად იმისა, რომელ საუკუნეში ან ათასწლეულში ცხოვრობ და რას აკეთებ. ისევე, როგორც მნიშვნელოვანია პასუხისმგებლობა, როცა დაკისრებული მოვალეობა და დათქმული პირობა უნდა შეასრულო პატიოსნად. ჩვენ დროში ეს ყველაზე მეტად მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს ეხება. განსაკუთრებით, ჟურნალისტებს. იყო დრო, როცა ხელმწიფის ბრძანებები ზეპირად ვრცელდებოდა ხალხმრავალ მოედნებზე და შემდეგ გარკვეულ განმარტებებსაც მოაყოლებდნენ ხოლმე სპეციალურად ამისთვის დანიშნული გამხმოვანებლები. ასევე ზეპირად გადაიცემოდა ამბები, რომლებმაც ჩვენამდე თქმულებების თუ ლეგენდების სახით მოაღწია. მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, ხალხამდე ინფორმაციის სწორად მიტანას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭებოდა და ენიჭება. რასაკვირველია, ყველა დრო და ეპოქა სიახლეებით აღინიშნება და უკვე დიდი ხანია აღარავის სჭირდება „ჰაიდ-პარკები“. ლონდონშიც სიმბოლური დატვირთვა უფრო აქვს. მედიის საშუალებით, განსა...
ჟურნალისტიკის ოთხსაუკუნოვანი არსებობის განმავლობაში არაერთხელ დაისვა ეს შეკითხვა, რომელსაც სხვადასხვა ეპოქაში სხვადასხვანაირად პასუხობდნენ. უფრო მეტიც, იმასაც ვერ ვიტყვით, რომ რომელიმე ეპოქას ერთმნიშვნელოვანი პასუხი ჰქონდა. სისტემა, რომელიც საზოგადოებამ შექმნა ახალი ამბების სისტემატიზაციის, გადამოწმებისა და გავრცელებისთვის, მუდმივად განახლების რეჟიმში მუშაობს. თუმცა, ყოველთვის უპირველესი იყო პრინციპი - „არ მოიტყუო!“ და „არ ავნო!“ ეს უკანასკნელი ექიმებს სულ თავში უტრიალებთ, ჟურნალისტებისთვის კი ხანდახან ძალიან გულუბრყვილოდ ჟღერს. ჟურნალისტიკა გავლენას ახდენს ყველაფერზე, - ცხოვრების ხარისხზე, კულტურაზე, რელიგიაზე, - ყველაფერზე, რასაც ადამიანის ყოველდღიურობა ჰქვია. ამ დროს კი, ძალიან ძნელია ფართო საზოგადოებრივი ინტერესის დაკმაყოფილება ისე, რომ თუნდაც მცირე ზიანი არ მიადგეს ამ საზოგადოებას. მოკლედ, სამართებლის პირზე გვიწევს გავლა. ისეც ხდება, რომ განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს არა მხოლოდ ჟურნალისტიკის პრინციპების დაცვა, არამედ, და რაც უმნიშვნელოვანესია, თვით ჟურნალისტის მორალური ...
თამილა ლასხიშვილი - ეპოქის სუნთქვით გაჯერებული ცხოვრება საათზე მეტხანს, უფრო ზუსტად კი , - 70 წუთის განმავლობაში, გარინდული დარბაზი შეჰყურებდა სცენას, რომელზეც თამაშდებოდა მე-20 საუკუნის ტრაგედია - ასე ნაცნობი და შემაშფოთებელი. სცენაზე ერთი მსახიობი იდგა და ამ ტრაგედიას საოცარი ემოციით გადმოსცემდა - ერთადერთი შვილის ცხოვრებაში დედის ადგილი აღარ მოიძებნა და ფრაუ საბინა რუზამი განწირულია თავშესაფარში ცხოვრებისთვის, სადაც „საერთო ოთახში ტელევიზორი ხმათა უმრავლესობით არჩეულ არხზეა ჩართული“. საქართველოს დამსახურებულმა არტისტმა თამილა ლასხიშვილმა მონოსპექტაკლში „სუსტი ქარების დროს“, რომელიც ფრანც ქსავა კროცის ნაწარმოების მიხედვით დადგა ნათია ბოგვერაძემ, მთელი ეპოქის ტრაგიზმის ჩვენება შეძლო. როცა ადამიანის ადგილი არა მარტო მისი ოჯახის წევრებს შორის, არამედ, საერთოდ, საზოგადოებაშიც არ მოიძებნება და განწირული მხოლოდ წარსულითღა ცხოვრობს - მოგონებებს ებღაუჭება და თავისი ამქვეყნად ყოფნის გამართლებას იქ ეძებს. სცენა სპექტაკლიდან „სუსტი ქარების დროს“...
Comments
Post a Comment