ყველა ერთისათვის, ანუ ჩვენ ერთი გუნდი ვართ
- Get link
- X
- Other Apps
ხელისუფლებისა და ოპოზიციის დაპირისპირება ხალხისთვის გადაგდებული ანკესია, რომელზეც სატყუარად ამავე ხალხის ემოციაა წამოგებული, სინამდვილეში კი ერთიცა და მეორეც შეთანხმებული არიან თამაშის წესებზე. ამ წესების ერთგულად დამცველებს აჯილდოებენ, დამრღვევებს კი მკაცრად სჯიან.
“ერთი ყველასათვის, ყველა ერთისათვის” მუშკეტერების მორალური კოდექსის უმთავრესი დევიზი იყო, თუმცა ქართულ პოლიტიკაში მან მნიშვნელოვანი ცვლილება განიცადა.
საქართველოში ამ დევიზის მხოლოდ მეორე ნაწილია ძალაში. “ერთი ყველასათვის”, დიდი ხანია, არ ყოფილა და, ალბათ, კიდევ დიდხანს მოგვიწევს დაცდა, სანამ იმ “ერთის” გონებამდე მივა “ყველასათვის” გარჯის აუცილებლობა.
რაც შეეხება დევიზის მეორე ნაწილს “ყველა ერთისათვის”, ჩვენს შემთხვევაში აქ “ერთის” მიმართ გამოჩენილ ერთგულებას კი არ ნიშნავს, არამედ - ამ “ერთის” სამსახურში ყოფნას.
“ერთმაც” და დანარჩენებმაც იციან, რომ ეს სამსახური დაფასებას საჭიროებს და სიძუნწე უპატიებელია. სხვა ყველაფერი მიგეტევება, თუკი “ერთის”, ანუ პირველის სამსახურისთვის ყოველთვის #1 მზადყოფნა გექნება.
ზურაბ ნოღაიდელიც და ირაკლი ალასანიაც პრეზიდენტ სააკაშვილის სახელისუფლო გუნდის წევრები იყვნენ მისი აღზევებისთანავე და, როგორც ჩანს, ამ გუნდიდან არც წამოსულან. მათ მიმართ (განსაკუთრებით ნოღაიდელის) უავგუსტესის ქილიკიც ხალხის მოტყუების უნიჭო მცდელობაა, თორემ, რაც ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ჯერ კიდევ მოქმედი პრეზიდენტი, რბილად რომ ვთქვა, აკრიტიკა, ისეთი რა უძლურება შეეყარა სააკაშვილს, რომ ერთი მობილური ტელეფონი ამასაც არ “უხეთქნა”.
მაგრამ, არა, ნოღაიდელი ხელშეუხებელია. ხელმწიფის კარის პოლიტ-ექსპერტებიც ნელ-თბილად უქიმუნჯებენ ენერგიამოზღვავებულ ექსპრემიერს, რომელიც ხელისუფლებიდან “დაღლილ ვირად” წამოსული ოპოზიციაში “ტროას ცხენად” ტრანსფორმირებული “შეგორდა”.
ნოღაიდელი რუსულ ხაზზე დაჯდომას ცდილობს და მასაც და მის თანამოაზრეებსაც რუსეთუმეების იარლიყს აკერებენ. თუმცა ძნელი მისახვედრი არ არის, რომ ექსპრემიერი ქვეყნის გადარჩენაზე ფიქრში არ ათენ-აღამებს.
მეორე “ტროას ცხენს” - ირაკლი ალასანიას არ უჭირს იდუმალებით მოცული პერსონის როლის თამაში, რადგან მის ხასიათშიც “ზის” და იოლად ახერხებს საჯარო პოლიტიკაში გაწონასწორებული პოლიტიკოსის იმიჯის შექმნას.
ზურაბ ნოღაიდელიცა და ირაკლი ალასანიაც მიშას “კარის მუშკეტერები” არიან და, რასაც უნდა აკეთებდნენ და სადაც უნდა დადიოდნენ, კარგად იციან, რომ მიზანი იმ “ერთის” მსახურებაა, იმ “ერთის” გადასარჩენად გარჯაა.
გამოსდით კიდეც - ვაშინგტონისა და მოსკოვის ხაზი დაკავებულია. ასე ფიქრობს ხალხი, რომელიც სააკაშვილის პროპაგანდისტულ ნისლში ვერ გარკვეულა, რომ ალასანიაც და ნოღაიდელიც ახლა მიშას გადასარჩენად ოპოზიციაში გადატყორცნილი “ლეგიონერები” არიან და მეტი არაფერი...
ამიტომაც ატყდა კაკანი და კრიახი ოპოზიციურ “საქათმეში”.
ამათ ფონზე იკვეთება მიშას კიდევ ერთი “მუშკეტერი” - ლევან გაჩეჩილაძე. მასზე ბევრს არაფერს ვიტყვი. ცოდვად ისიც ეყოფა, თავის “უცნობ” ძმასთან ერთად რამდენიმეჯერ რომ გამოაშვებინა ხალხს “ორთქლი” და ამ ხალხის ინტერესებით სააკაშვილთან ფარულ შეხვედრებზე სარფიანადაც ივაჭრა.
Enter password - პაროლიც შეყვანილია და ყველაფერი გაშიფრულია. მთელი ეს აურზაური კი ხალხის კიდევ ერთხელ მოსატყუებლად ატყდა. მიზანი გაცხადდა - “პარავოზი” 2013 წლამდე უნდა “მიჩუქჩუქდეს”, რადგან ამ პერსონებს მიშას მატარებელში თითო ადგილი ან კუპე კი არა, მთელი ვაგონი აქვთ დაჯავშნული.
კვებაც გარანტირებულია და დესერტიც - ბებოს კაკლის მურაბა.
მიშა, მოვდივართ! მოვდივართ, რომ კიდევ ერთხელ გიხსნათ და დაგიმტკიცოთ ერთგულება - ჩვენ ხომ ერთი გუნდი ვართ!

Comments
Post a Comment