საქართველოში დემოკრატია მოკვდა!

გლდანის «აბუ გრეიბში» ზედამხედველები პატიმრებს აუპატიურებენ!  
სულთმობრძავმა ქართულმა დემოკრატიამ ერთი ამოიხრიალა და სულიც ამოაყოლა იმ პატიმრის შემზარავ კვნესას, რომელსაც გლდანის ციხეში საშინლად აწამებდნენ და აუპატიურებდნენ.
ჩვენ ეს ყველაფერი ვიცოდით. ვიცოდით, რომ პატიმრებს სცემდნენ, აწამებდნენ, აუპატიურებდნენ… უფლებადამცველები (ხშირად!) და პატიმრები (იშვიათად!) საუბრობდნენ იმის შესახებ, რომ საქართველოს საპატიმრო დაწესებულებებში არაადამიანური მოქცევა ნორმად იყო ქცეული!
ვიცოდით, რომ პრეზიდენტმა სააკაშვილმა და მისმა თანამზრახველებმა მიზანმიმართულად დაიწყეს ჯალათების გამოზრდა, რათა საზოგადოებაზე ზეწოლის ახალ-ახალი მეთოდებით კიდევ უფრო დაეთრგუნათ ისედაც გაწამებული ადამიანები!
ვიცოდით, მაგრამ ციხის ადმინისტრაციის მიერ ცოცხითა და სხვა საგნებით პატიმრების გაუპატიურების გუშინ გავრცელებული ვიდეოკადრების ნახვამ, საზოგადოებაში სრული შოკი გამოიწვია და მსოფლიოსაც შეძრავს!
პატიმრებს აუპატიურებენ, ამცირებენ, სცემენ, დასცინიან და ამ ყველაფერს ვიდეოისტორიად «უნახავენ შთამომავლობას»! რაც კიდევ უფრო შემზარავია, ვიდეოკადრებში კარგად ჩანს და ისმის, რომ ჯალათები ენითაუწერელ სიამოვნებას ნახულობენ ამ შემზარავი პროცესით!
«ნულოვანი ტოლერანტობა» და «ყველანი ციხეში» _ ამ დევიზით მოქმედებს ხელისუფლება და, მიუხედავად სადიზმის უტიფარი დემონსტაციულობისა, ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსები საქართველოში სტუმრობისას ხშირად აღნიშნავენ, რომ ჩვენ «დიდ წარმატებას მივაღწიეთ დემოკრატიის მშენებლობის საქმეში»; რომ საქართველო «დემოკრატიის შუქურაა».
საინტერესოა, რა ნამუსით გაუსწორებენ ეს პერსონები თვალს ქართულ საზოგადოებას, თორემ ჩვენ აქამდეც კარგად ვიცოდით სინამდვილე; ვიცოდით, რომ არავითარი «შუქურა» არ არსებობდა და მთელი 9 წელი სააკაშვილმა და მისმა თანამზრახველებმა ახალი აბუ გრეიბის მშენებლობას მოანდომეს!
ახლა უკვე ყველამ იცის, რომ სააკაშვილისგან დემოკრატი არ გამოიზარდა _ აბუ გრეიბის ციხის ჯალათი მართავს ქვეყანას 9 წლის განმავლობაში; ჯალათი, რომელსაც, ნიღბების დიდი კოლექციის მიუხედავად, არასოდეს დაუმალავს თავისი ნამდვილი სახე!
19 სექტემბერი, 2012 წელი.

Comments

Popular posts from this blog

მედია და ინოვაციები 21-ე საუკუნეში

ბედს ამგზავრებული

რისთვის არსებობს ჟურნალისტიკა?