სამართლიანობის დამკვიდრება შეუძლებელია… ცხედრებით!

რამდენიმე მკვლელის დაცვას შეეწირა სახელმწიფოს ავტორიტეტი და ქვეყნისპირველი პირები კვლავაც განაგრძობდნენ დამნაშავეთათვის ხელის დაფარებას.ყველამ კარგად ვიცოდით, რომ პრეზიდენტი და მინისტრები სულაც არ იყვნენუანგარონი, როცა სადისტებს დაჰფოფინებდნენ და იწყალებდნენ _ ისინი მაფიის,ნაცმაფიის ხელკეტები იყვნენ და, თუ მიატოვებდნენ ან მკაცრად დასჯიდნენ,მომავალში ბრალდების მოწმეებად გადაიქცეოდნენ.
სააკაშვილის რეჟიმი სწორედ ასეთი მკვლელების მიმართ ლოიალობას შეეწირა, რადგან 9 წლის მანძილზე ჩვენ ვცხოვრობდით არა თანამოაზრეთა ანთანამებრძოლთაგან მართულ სახელმწიფოში, არამედ თანამზრახველთა ბანდისტყვეობაში.
მაგრამ ახლა? ახლა ხომ გვეუბნებიან, რომ უნდა გვქონდეს იმის რწმენა, რომ ხელისუფლებამ უარი თქვა ძალადობაზე? ახლა ხომ ცდილობენ ჩვენს დარწმუნებას, რომ სამართლიანობას ვამკვიდრებთ? ახლა ხომ… და ძალიან ბევრი «ახლა ხომ…»
მაშ, დროულად გამოიძიეთ შალვა თათუხაშვილის გარდაცვალების გარემოებები.ბოლოს და ბოლოს, თუკი ამ ახალგაზრდა კაცის უსაფრთხოებას მოწმეთა დაცვისპროგრამა უზრუნველყოფდა, რატომ ვერ დაიცვეს მისი, როგორც ერთ–ერთიმთავარი მოწმის, სიცოცხლე? რა გარანტიაა, რომ ხვალ არ განმეორდება ასეთივეტრაგედია?
და, თუკი შალვა თათუხაშვილს ეშინოდა, რომ დათა ახალაიას «გრძელი ხელები» შსს-სგან დაცულსაც მისწვდებოდა, მით უფრო ფრთხილად არ უნდა ყოფილიყვნენ მისი მცველები? თუკი ეშინოდა, რომ შსს-ში კვლავაც ბევრია ახალაიას გულშემატკივარი, ეს ვისი ბრალია?
მოკლედ, ხელისუფლებავ, გაითვალისწინე სააკაშვილის რეჟიმის მწარე გამოცდილება: ის დაემხო არა 2011 ან 2012 წელს, არამედ 2004 წლის 23 ნოემბერს, 2006 წლის 26 იანვარს, 2006 წლის 2 მაისს… და ასე, ყოველი მორიგი მკვლელობის შემდეგ ემხობოდა.
ის, რაც 2012 წლის 1 ოქტომბერს მოხდა, მხოლოდ ფარდის დაშვება იყოტრაგედიათა შემზარავი ჯაჭვის წარმოდგენის შემდეგ. თითქოს ყველაფერი უნდადამთავრებულიყო და «სპექტაკლები» უკვე სასამართლო დარბაზებშიგამართულიყო, მაგრამ თქვენ ეს ფარდა კვლავ ასწიეთ და «ნაცები» «პაკლონზე»გამოიყვანეთ. მას შემდეგ კი ისინი მუდმივად მთავარ როლში არიან იმპოლიტიკურ მასკარადში, რომელიც უკვე გულს ურევს საზოგადოებას.
სულ ეს არის: სასწრაფოდ გამოიძიეთ ამ ახალგაზრდა კაცის გარდაცვალების გარემოებები და უმკაცრესად დასაჯეთ დამნაშავენი, ნებისმიერი მათგანი, ვინც უნდა იყოს!
ჩვენ სამართლიანობის დამკვიდრება გვინდა, ამის მიღწევა კი ცხედრებით შეუძლებელია; ეს სააკაშვილის გზაა, გზა უფსკრულისკენ! სამართლიანობის მიღწევა მხოლოდ სახელმწიფო ინტერესების დაცვით შეიძლება!
4 აპრილი, 2014 წელი.
Comments
Post a Comment