გადაგვარჩინე და შეგვიწყალე!
ამ სიტყვების ჭეშმარიტი სიღრმისაკენ ადამიანები საუკუნეობით
მიდიოდნენ. რამდენიც უნდა ეცადო, კაცობრიობის ისტორიიდან ვერ ამოარჩევ თუნდაც ორ ათეულ წელს, კეთილდღეობითა და სიმშვიდით ყველას რომ ეცხოვროს. ამოისუნთქავ, და წამსვე ვიღაც
ომს, ან კიდევ რაიმე უბედურებას წამოიწყებს. პურს
უზრუნველად გატეხავს და უმალ- გვალვა და შიმშილის პერსპექტივა.
შეინარჩუნო,
გადაარჩინო ის, რაც საკუთარი
სისხლითა და გაქვს მოპოვებული, დღeვანდელ ცხოვრებაშi სულ უფრო და უფრო ძნელდება,- ღმერთოk, შეგვეწიე
და გადაგვარჩინე!- წარმოთქვამენ ადამიანები
ამ სიტყვებს ვედრებითა და იმედით.
ჩვენ
კი გვაქვს ასეთი ჩვევა -
ვითხოვოთ გადარჩენა და შეწყალება, მაგრამ თავად რას ვაკეთებთ
ამისათვის?! გონივრულად ვკრებთ თუ არა წინაპართა
და თვით ჩვენს მიერ შექმნილს მარცვალ-მარცვალ?! ვფიქრობთ კი იმაზე,
რას ვუტოვებთ შვილებს
და რისგან უნდა დავიცვათ ისინი?!
რატომ ვუნთებთ კვლავ და კვლავ ცეცხლს ჯერ კიდევ სანახევროდ აუშენებელ სახლს, შემდეგ ფერფლზე დავემხობით და საქვეყნოდ ვინანიებთ და ხელახლა ვიწყებთ შენებას. ნასახლარზე ვიწყებთ და... ველოლიავებით საკუთარ ხელმოცარულობას, უბედურებას, გაჭირვებასა და სიღარიბეს. სულიერი მაზოხიზმია ეს. უკეთეს შემთხვევაში
თვითგვემასა და თვითგანადგურებაში ვიხარჯებით, უმეტესად კი, - სხვას, უწინარესად,
ხელისუფლების ძაგებაში - ყოფილის, ამჟამინდელის, მომავლის და უკვე აღარ შეგვწევს ძალა გააზრებული შენებისა.
მაშინ გავმწარდებით. გამწარებით კი თავადაც დავიკარგებით და შვილებიც შეიძლება დავკარგოთ. ისინი ხომ ძალიან ყურადღებით გვაკვირდებიან და, ღმერთმა ნუ ქნას, იფიქრონ, რომ ცხოვრება სასოწარმკვეთი სინდრომის აუცილებელი მატარებელია.
მოგვბეზრდა მწყობრში სიარული. მორჩა, გადაწყდა, მეტს აღარ ვიზამთ.მაგრამ, ძლივს მოვასწარით თავისუფლების ორიოდ ყლუპის ჩაყლაპვა, რომ კვლავ მწყობრში ჩავდექით, ფეხაწყობით და ერთად დავანგრიეთ ყველაფერი, რაც გადარჩა. ერთხელ უკვე იყო ასე - ვაფეთქებდით ეკლესიებს, ტაძრებში საბძლებს და აბანოებს, უკეთეს შემთხვევაში კი ბინებს ან კულტურის სახლებს ვაწყობდით, და მერე აღმოჩნდა, რომ ამით საკუთარ სულებში ჩავკალით რაღაც მნიშვნელოვანი.
გადაგვარჩინე და შეგვიწყალე! - ეს უბრალოდ ვედრება კი არა, კაცობრიობის გამოცდილებაა. დროა, ჩვენც დავიწყოთ ამ გამოცდილების გაზიარება, ანუ დავიწყოთ სერიოზული, საფუძვლიანი შრომა ჩვენთვის ყველაზე ძვირფასის - ჩვენი შვილების სიცოცხლისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში მალევე ვიგრძნობთ ფერფლის მწკლარტე და უსიამოვნო სუნს ჩანაცრებულ ნასახლარზე.
მხატვარი ნინო ჩაკვეტაძე
Comments
Post a Comment