Posts

Showing posts from January, 2018

როგორ უნდა გააკონტროლონ ჟურნალისტებმა ხელისუფლება?

Image
ჟურნალისტიკა, საზოგადოების ინფორმირების გარდა, იმითაც გამოირჩევა სხვა, არანაკლებ საჭირო და აუცილებელი პროფესიებისგან, რომ შეუძლია ხელისუფლებას „ხელი დაადებინოს ცხელ ღუმელზე“ და მანამდე არ ააშვებინოს, სანამ კარგად არ იგრძნობს საზოგადოებრივი აზრის იგნორირებით გამოწვეულ „სიმხურვალეს“. მაგრამ ამ დროს ჟურნალისტმა ისიც უნდა გაითვალისწინოს, რომ „დამწვრის სუნმა“ იმავე საზოგადოებას სიამოვნება არ მოჰგვაროს, რადგან ამ სუნმაც მიჩვევა იცის. უპირველესად კი, ის უნდა გავარკვიოთ, რა იგულისხმება ხელისუფლების კონტროლში და რისთვის სჭირდება საზოგადოებას ეს „მოდარაჯე ძაღლი“.  პრევენცია, - აი, რას უნდა ემსახურებოდეს ჟურნალისტების მიერ ხელისუფლების კონტროლი. ხელისუფლების წარმომადგენლებიც ამ საზოგადოების წევრები არიან, ამ სოციუმში გაიზარდნენ და თუკი მათი ქცევები ანტისაზოგადოებრივი და ანტისახელმწიფოებრივია, თუკი მათი მოქმედებით ზიანდება ხალხის და ქვეყნის ინტერესები, ბუნებრივია, ამ დროს ჟურნალისტმა რაც შეიძლება ხმამაღლა უნდა „დაიყეფოს“. ოღონდ, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება დამაჯერებელი, თუ დამოუ...

რისთვის არსებობს ჟურნალისტიკა?

Image
ჟურნალისტიკის ოთხსაუკუნოვანი არსებობის განმავლობაში არაერთხელ დაისვა ეს შეკითხვა, რომელსაც სხვადასხვა ეპოქაში სხვადასხვანაირად პასუხობდნენ. უფრო მეტიც, იმასაც ვერ ვიტყვით, რომ რომელიმე ეპოქას ერთმნიშვნელოვანი პასუხი ჰქონდა. სისტემა, რომელიც საზოგადოებამ შექმნა ახალი ამბების სისტემატიზაციის, გადამოწმებისა და გავრცელებისთვის, მუდმივად განახლების რეჟიმში მუშაობს. თუმცა, ყოველთვის უპირველესი იყო პრინციპი - „არ მოიტყუო!“ და „არ ავნო!“ ეს უკანასკნელი ექიმებს სულ თავში უტრიალებთ, ჟურნალისტებისთვის კი ხანდახან ძალიან გულუბრყვილოდ ჟღერს. ჟურნალისტიკა გავლენას ახდენს ყველაფერზე, - ცხოვრების ხარისხზე, კულტურაზე, რელიგიაზე, - ყველაფერზე, რასაც ადამიანის ყოველდღიურობა ჰქვია. ამ დროს კი, ძალიან ძნელია ფართო საზოგადოებრივი ინტერესის დაკმაყოფილება ისე, რომ თუნდაც მცირე ზიანი არ მიადგეს ამ საზოგადოებას. მოკლედ, სამართებლის პირზე გვიწევს გავლა. ისეც ხდება, რომ განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს არა მხოლოდ ჟურნალისტიკის პრინციპების დაცვა, არამედ, და რაც უმნიშვნელოვანესია, თვით ჟურნალისტის მორალური ...

მედია და ინოვაციები 21-ე საუკუნეში

Image
ტრადიციული მედია და ინოვაციური ჟურნალისტიკა - ძველი ღვინო და ახალი ტიკი არსებობს პრინციპები და ზნეობრივი ნორმები, რომლებიც არ უნდა დაარღვიო მიუხედავად იმისა, რომელ საუკუნეში ან ათასწლეულში ცხოვრობ და რას აკეთებ.  ისევე, როგორც მნიშვნელოვანია პასუხისმგებლობა, როცა დაკისრებული მოვალეობა და დათქმული პირობა უნდა შეასრულო პატიოსნად. ჩვენ დროში ეს ყველაზე მეტად მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს ეხება. განსაკუთრებით, ჟურნალისტებს. იყო დრო, როცა ხელმწიფის ბრძანებები ზეპირად ვრცელდებოდა ხალხმრავალ მოედნებზე და შემდეგ გარკვეულ განმარტებებსაც მოაყოლებდნენ ხოლმე სპეციალურად ამისთვის დანიშნული გამხმოვანებლები. ასევე ზეპირად გადაიცემოდა ამბები, რომლებმაც ჩვენამდე თქმულებების თუ ლეგენდების სახით მოაღწია. მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, ხალხამდე ინფორმაციის სწორად მიტანას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭებოდა და ენიჭება. რასაკვირველია, ყველა დრო და ეპოქა სიახლეებით აღინიშნება და უკვე დიდი ხანია აღარავის სჭირდება „ჰაიდ-პარკები“. ლონდონშიც სიმბოლური დატვირთვა უფრო აქვს. მედიის საშუალებით, განსა...

რით განსხვავდება ჟურნალისტიკა პროპაგანდისგან?

Image
ჩვენს დროში იმდენად არეულია ყველაფერი, რომ ძნელი გასარჩევია, სად მთავრდება ჟურნალისტიკა და სად იწყება პროპაგანდა. ეს არც არის გასაკვირი, რადგან ჩვენთან პრაქტიკულად არ არსებობს პარტიული მედია, როგორც ეს იყო გასული საუკუნის 90-იან წლებში, როცა მხოლოდ სახელმწიფო პრესა და ტელევიზია დომინირებდა და ორიოდ თავისუფალი გაზეთი და ტელევიზია ვერ ახერხებდა გავლენის მოპოვებას. ამიტომაც, პარტიებმა დაიწყეს საკუთარი გაზეთების გამოცემა და პარტიული პროპაგანდის ტირაჟირება. ბევრს ალბათ აღარ ახსოვს, რომ 1992 წლის იანვარში, სახელმწიფო გადატრიალების გზით ძალაუფლებას დაპატრონებულმა სამხერდრო საბჭომ, პრაქტიკულად გააუქმა სახელმწიფო გაზეთები და რედაქციებს სრული თავისუფლება მისცა. სახელმწიფომ მხოლოდ ტელევიზია და რადიო დაიტოვა ტელევიზიისა და რადიოს სახელმწიფო კომიტეტის სახით. ახლაც თვალებიდან არ ამომდის მაშინდელი გამოცდილი და პარტიულ პროპაგანდაში გამობრძმედილი ჟურნალისტების დაბნეულობა. დაახლოებით ისეთი, როგორი გაურკვევლობაც დაეუფლათ მოსამართლეებს 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდე...

თავისუფალი პრესა ელექტრონულ ეპოქაში

Image
რა დანიშნულება  აქვს ჟურნალისტიკას  21-ე საუკუნის დასაწყისში? 21-ე საუკუნის ჟურნალისტიკაზე საუბრისას თვალწინ წარმოგვიდგება ფართო ავტომაგისტრალი და ავტომანქანების რამდენიმე ნაკადი. არამხოლოდ მე-20 საუკუნის და 21-ე საუკუნის - ელექტრონული ეპოქის - მედია განსხვავდება ერთმანეთისგან, არამედ მე-19 და მე-20 საუკუნეების მედიასაშუალებებიც, ისევე როგორც დიდი ქალაქების ვიწრო ქუჩები ეტლებისთვის და განიერი ქუჩები, რომელთა გათვალისწინებაც აუცილებელია ახალი ქალაქების დაპროექტების ანდა რეკონსტრუქციისას. 21-ე საუკუნის ჟურნალისტიკა იმდენად მრავალფეროვანია, რომ მასზე მსჯელობისას აუცილებლად გასათვალისწინებელია სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესი, თუმცა, უმთავრესი მაინც ადამიანი და მისი ღირებულებათა სისტემაა. ელექტრონული ეპოქით საკუთარი უსინდისობის („ოპერატიულობასაც“ უწოდებენ ხოლმე!) გამართლება შესაძლოა დაბალი კვალიფიკაციით აიხსნას, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ მხრივ კვალიფიციური ჟურნალისტები უფრო კვალიფიცურად სცოდავენ. თუ ჟურნალისტი და მის მიერ მომზადებული მასალა არ პასუხობს ფუნდამენტურ შეკითხ...

ჭაბუა ამირეჯიბის ეპოქა, როგორც დიდი გაფრთხილება

Image
2001 წელს იაპონიაში მიგვიწვიეს ჟურნალისტები ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოებიდან ( ასე უწოდებდნენ პოსტსაბჭოთა ქვეყნებს ). საქართველოს მე წარმოვადგენდი . მიწვევიდან გამგზავრებამდე ორი თვის მანძილზე უამრავი ანკეტა შევავსე და თან გულმოდგინედ ვემზადებოდი , საჩუქრებს ვეძებდი . ორკვირიანი ვიზიტის დროს მიღებები უმაღლეს დონეზე იმართებოდა და არც ის მინდოდა , რომ ჩემი სამშობლო ცუდად წარმოჩენილიყო და არც მეტიჩრობა ში ჩამოერთმიათ ჩემი გულუხვობა . მოკლედ , იაპონელი მასპინძლებისთვის საქართველოს წარმოჩენას მაქსიმალურად ვეცადე . სამხატვრო აკადემიიდან რამდენიმე საკურსო თუ სადიპლომო ნამუშევარიც ( პატარა ფარდაგი , ნაქსოვი ხელჩანთები , თიხის ნაკეთობები , ჭედურობა ...) კი გამატანეს . შევიძინე " ქართული ხმების " ჩანაწერების დისკები , საგანგებოდ ჩამოსხმული ქართული ღვინო და უზარმაზარი ჩემოდნით გავემართე ქვეყნის დასალიერში .  მზის მასპინძლების თავაზიანი მასპინძლობა არც თქვენ გაგაკვირვებთ და მე რაღა გამაოცებდა , იმ...