Posts

Showing posts from November, 2017

რა არის სიმართლე ჟურნალისტებისთვის?

Image
ჟურნალისტებიც ჟონგლიორობენ იმისთვის, რომ გავიგოთ, რა არის სიმართლე ჟურნალისტებისთვის, ჯერ ის უნდა გავარკვიოთ, ვის ეკუთვნის მედიასაშუალება, რომელშიც ეს ჟურნალისტები მუშაობენ, ანუ ვის ინტერესებს ემსახურებიან. სხვადასხვა ვარიანტის განხილვა შეიძლება: 1. ეს არის სამთავრობო ან პარტიული მედია, ანუ წმინდად პროპაგანდისტული საქმიანობა, რომელიც ჟურნალისტურ საფარველქვეშ იმგვარად წარიმართება, რომ მაყურებელს ან მკითხველს შეექმნას შთაბეჭდილება, თითქოს ჟურნალისტი ობიექტურად ასახავს სინამდვილეს, ანუ სიმართლეს ამბობს. ამ დროს ჟურნალისტისთვის მნიშვნელოვანია პროპაგანდის ხერხების ოსტატურად გამოყენება. ასეთი ჟურნალისტები საქართველოში არსებობენ, მაგრამ ჩვენთან „ყველამ ყველაფერი იცის“ და არაფერი იმალება. შესაბამისად, ვისაც რის დაჯერება უნდა, იმას იჯერებს. 2. ეს არის მთავრობისგან დამოუკიდებელი მედიის გადაქცევა კონკრეტული სიტუაციის  მძევლად საკუთარი სურვილით. საინტერესო მაგალითს განიხილავენ ბილ კოვაჩი და ტომ როზენსტილი წიგნში  " ჟურნალისტიკის ელემენტები " . ...

მილედის ოქრო

Image
შეურიგებლები საერთო სტრატეგიაზე შეთანხმებას აპირებენ. კარგად იციან, რომ ყველაფერზე წამსვლელ და ყველაფრის მკადრებელ ხელისუფლებას დემოკრატიული შეგონებებით ვერ ჩაენაცვლებიან. თვითონაც იქ იყვნენ არცთუ ისე დიდი ხნის წინათ და ჯერ კიდევ შერჩენილი აქვთ დიდი კაბინეტებიდან გამოყოლილი ძალაუფლების სურნელი. ამიტომაც იმავე გზას დაადგნენ, რომელმაც ამბიციების დაკმაყოფილებამდე ერთხელ უკვე მიიყვანა. მაგრამ ამ პოლიტიკურ დაუდგრომლობაში ავიწყდებათ, რომ მხარზე წითელი ვარდის დამღა აქვთ და ხალხსაც კარგად ახსოვს მიშას მატარებლის ელიტარულ ვაგონში მსხდომთა აგრესიაცა და კონფორმიზმიც. ანა ავსტრიელმა კი არადა, თერჯოლელმა ლედი ბურჯანაძემ ძვირფასი მარგალიტის ბურნუკები პარიზს გაუგზავნა ჰერცოგ ბუკინგემს კი არადა, მრავალთანამდებობაგამოცვლილ და მრავალჭირმომკერძავ ოქრუაშვილს - ერთიანი ფრონტით შევუტიოთ და ხელისუფლებაში ერთად დავბრუნდეთო! მაგრამ ამ უკანასკნელს ჯერ თავისი გასაჭირი ადგას:  რა შეტევა, რამდენჯერაც ოპოზიციას შეეხვეწა, გარანტიები მომეცით, რომ მიშას ჩემს თავს ფეშქაშად არ მიართმევთო, იმდენჯერ ...

დაკვერცხილის დამიწება

Image
პრეზიდენტი სააკაშვილი გორში, მეჯვრისხევის ქუჩაზე. 2008 წლის აგვისტო. ფოტომონტაჟი. მორაგბეთა ტრაბზონული წარმატების ფონზე კიდევ უფრო გულისმომკვლელია იმის გახსენება, როგორ ვერ გავიტანეთ ლელო 2008 წლის აგვისტოში. არც გავიხსენებდი, პრეზიდენტი სააკაშვილი რომ არ გამოხმაურებოდა ირაკლი აბუსერიძის ნათქვამს - ეს თამაში საქართველოსთვის დაღუპულ ბიჭებს და მათ ოჯახებს მივუძღვენითო. გამარჯვებული მორაგბეების ავლაბრის რეზიდენციაში მიღებისა და დაჯილდოების დროს პრეზიდენტმა სააკაშვილმა გულწრფელად თქვა: “გუშინ გიყურებდით და ერთი რამ შევამჩნიე - სპორტის ვერც ერთი სახეობის წარმომადგენელი საქართველოში ისე ვერ მღერის საქართველოს ჰიმნს, როგორც თქვენ. ეს არის გამარჯვებისკენ სწრაფვის პირველი რეცეპტი”. ვაი, შენი სულისა?! ჩვენი ხელისუფლების “მრავალი სახეობის” წარმომადგენლებმა საქართველოს ჰიმნის მღერა რომ არ იცოდნენ, იმიტომ გააჭენეს ხუთდღიანი ომის დროს “წითელი ხიდისკენ“ და აზერბაიჯანის საზღვარზე ერთმანეთს ზედ იმიტომ ახტებოდნენ?! “გამარჯვებისკენ სწრაფვის პირველი რეცეპტი” რა ყოფილა? სწორია - ჰი...

ბურჯუაზიის ამაოება

Image
ნინო ბურჯანაძე საპროტესტო აქციაზე. 2009 წელი. 2010 წლის ყველაზე დიდი მსოფლიო სკანდალი «ვიკილიქსის» საიდუმლო მიმოწერის გამოქვეყნებას მოჰყვა. ბევრი ბოდიშიც მოვისმინეთ იმ ბაგეთაგან, ტკბილი სიტყვის გაგონება რომ ენატრება ჩვენს ხელისუფლებას. საქართველოს მასშტაბით კი ერთგვარ «ქართულ ვიკილიქსად» წარმოგვიდგება გაზეთ «ასავალ-დასავალში» გამოქვეყნებული წერილი «ვაჭრობა ქვეყნით და ხალხით». თითქოს რამე სიახლე გაიგესო, ისეთი შოკი გამოიწვია ამ პუბლიკაციამ პოლიტიკურ სპექტრში. თუმცა იმავეს ვერ ვიტყვით ხალხზე, რომელსაც ამგვარი ეჭვი არაერთხელ გამოუთქვამს. ამ პოლიტიკურ შოკსაც აქვს თავისი მიზეზი. სხვათა შორის პრესაში აქამდეც ხშირად ისმოდა ბრალდებები პოლიტიკოსთა მიმართ. ამ ბრალდებებს ყოველთვის მოჰყვებოდა ხოლმე დაფიცება-დაგინება და ცრემლისღვრა საკუთარ უმწიკვლობაში საზოგადოების დასარწმუნებლად. მაგრამ ამჯერად ბრალდებას არამხოლოდ კონკრეტული ადრესატი ჰყავს, არამედ კონკრეტული ბრალმდებელიც. ჩვენს შემთხვევაში ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. ადრესატი ლევან გაჩეჩილაძეა, ბრალმდებელი კი _ ბადრი ბიწაძე. ...

ჯენტლვუმენი და სირაჯი

Image
ნინო ბურჯანაძე და ლევან გაჩეჩილაძე ნინო ბურჯანაძის "ელიტარულმა შანტაჟმა" და ლევან გაჩეჩილაძის პოლიტიკურ ვაჭრობაში მხილებამ მისთვის მოულოდნელი შედეგი გამოიღო: მისი თანამეცხედრის – ბადრი ბიწაძის (ნუ ვაწყენინებთ ქალბატონ ნინოს, მას არ მოსწონს, როცა მათ ოჯახს კრებითად, "ბურჯანაძეებად" მოიხსენიებენ – "ვერ გავიგე, ბადრი ბიწაძეს თავისი გვარი არა აქვს?") ნანახ-მოსმენილის გამომზეურებისა და დაგვიანებული აღსარების შემდეგ "წარმომადგენლობით სახალხო კრებაში" გაერთიანებული პოლიტიკური ძალები და საზოგადოების ცნობილი სახეები მიხვდნენ, რომ "тетя нина" მათ გამოყენებას ახლაც ისევე ეცდებოდა, როგორც 2009 წლის აპრილის აქციებზე. მაშინ ახლადგაოპოზიციონერებულ პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს ძალიან სჭირდებოდა ოპოზიციური სპექტრის მხარდაჭერა და მწვავე განცხადებების გაკეთებას ერიდებოდა.  მხოლოდ ხელისუფლების ცალკეულ წარმომადგენლებს აყრიდა ქოქოლას, როგორც შენგელიძე მარო – პაკიპუკას: "აკი შენ შენს ნაბოზარ დებს მოუარო, ერთი რომ ზაქათალის ბოზია, მ...

ყველა ერთისათვის, ანუ ჩვენ ერთი გუნდი ვართ

Image
ხელისუფლებისა და ოპოზიციის დაპირისპირება ხალხისთვის გადაგდებული ანკესია, რომელზეც სატყუარად ამავე ხალხის ემოციაა წამოგებული, სინამდვილეში კი ერთიცა და მეორეც შეთანხმებული არიან თამაშის წესებზე. ამ წესების ერთგულად დამცველებს აჯილდოებენ, დამრღვევებს კი მკაცრად სჯიან. “ერთი ყველასათვის, ყველა ერთისათვის” მუშკეტერების მორალური კოდექსის უმთავრესი დევიზი იყო, თუმცა ქართულ პოლიტიკაში მან მნიშვნელოვანი ცვლილება განიცადა. საქართველოში ამ დევიზის მხოლოდ მეორე ნაწილია ძალაში. “ერთი ყველასათვის”, დიდი ხანია, არ ყოფილა და, ალბათ, კიდევ დიდხანს მოგვიწევს დაცდა, სანამ იმ “ერთის” გონებამდე მივა “ყველასათვის” გარჯის აუცილებლობა. რაც შეეხება დევიზის მეორე ნაწილს “ყველა ერთისათვის”, ჩვენს შემთხვევაში აქ “ერთის” მიმართ გამოჩენილ ერთგულებას კი არ ნიშნავს, არამედ - ამ “ერთის” სამსახურში ყოფნას. “ერთმაც” და დანარჩენებმაც იციან, რომ ეს სამსახური დაფასებას საჭიროებს და სიძუნწე უპატიებელია. სხვა ყველაფერი მიგეტევება, თუკი “ერთის”, ანუ პირველის სამსახურისთვის ყოველთვის #1 მზადყოფნა გექნება. ...

განტევების ვირი

Image
ზურაბ ნოღაიდელი ძნელად წარმოიდგენდა, რომ არსთა გამრიგე ესოდენ მნიშვნელოვან მისიას დააკისრებდა - მან მოახერხა მთელი ოპოზიციური სპექტრის თავდაყირა დაყენება და ნაძალადევი ჰარმონიისა და ერთიანობის ხუხულასავით ჩამოშლა. არ ვამბობ, ეს მისია კარგია თუ ცუდი, ახეირებს თუ აზარალებს ქართული პოლიტიკისთვის ჭყინტ, თუმცა სახელისუფლო ინტრიგებში საფუძვლიანად გარკვეულ ყოფილ პრემიერ-მინისტრს, მაგრამ ფაქტია, რომ მისმა ბოლოდროინდელმა მოულოდნელმა გააქტიურებამ ბევრ და ბევრისთვის არასასურველ პროცესს დაუდო სათავე. გაფინანსისტებული ფიზიკოსის გაპოლიტიკოსებას ბიძგი 2008 წლის აგვისტოს ომმა მისცა. მაშინ ნოღაიდელის მკვეთრმა განცხადებებმა ძალიან გააოცა საზოგადოება. თვით ლეგენდარული სიხისტით ცნობილი ექსპრემიერისგანაც კი მოულოდნელი იყო ასეთი ფერისცვალება. ალბათ, ყველას გახსოვთ პრემიერ-მინისტრ ნოღაიდელის დაღლილი სახე სარფის საბაჟოზე, როცა პრეზიდენტი სააკაშვილი მებაჟეების უფროსს - ზურაბ ანთელიძეს აწიოკებდა. ალბათ, ისიც გახსოვთ, წყალდიდობისას დუშეთში მოულოდნელად ასული პრეზიდენტი სააკაშვილი ტელეფონით რომ ესაუბრა ...